მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:16

15. ეკრძალენით, ნუ ვინმე დაკლებულ იყოს მადლისაგან ღმრთისა; ნუ ვისმე თანა ძირი სიმწარისაჲ აღმოცენებულ იყოს შემაურვებელი, და მის მიერ შეიგინნენ მრავალნი.16. ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი.17. უწყით, რამეთუ ამისა შემდგომად უნდა დამკჳდრებად კურთხევაჲ და შეურაცხ-იქმნა, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა, და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.
ებრაელთა მიმართ თავი 12
16. ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უკანასკნელი ჟამები და ვერცხლისმოყვარება:

...ისავმაც კვლავ ძმა შეურაცხყო და ღმერთიც შეურაცხყო. ამიტომ ამბობდა ღმერთი: „იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე" (). ამიტომ პავლეც ამბობს: „ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ" (). იოსები ძმებმა შეურაცხყვეს და ღმერთიც შეურაცხყვეს. ისრაელიანებმა მოსე შეურაცხყვეს; ამიტომ ღმერთიც შეურაცხყვეს. ასევე ელის ძეებიც ხალხს შეურაცხყოფდნენ და ღმერთსაც შეურაცხყოფდნენ.

გსურს, საწინააღმდეგო მხრიდანაც იხილო? აბრაამმა ძმა დაინდო და ღმერთსაც დაემორჩილა; ეს ცხადია ძე ისაკის საქმეში გამოჩენილი მისი მორჩილებიდან და მთელი სხვა სათნოებიდანაც. კვლავ, აბელი ძმის მიმართ შემწყნარებელი იყო და ღმერთის მიმართაც მოწიწებული. ამიტომ ნუ შევურაცხყოფთ ერთმანეთს, რათა ღმერთის შეურაცხყოფაც არ ვისწავლოთ; პატივი ვცეთ ერთმანეთს, რათა ღმერთის პატივისცემაც ვისწავლოთ....

სრულად ნახვა