მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:17

16. ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი.17. უწყით, რამეთუ ამისა შემდგომად უნდა დამკჳდრებად კურთხევაჲ და შეურაცხ-იქმნა, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა, და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.18. რამეთუ არა მოსრულ ხართ თქუენ მთასა მას ჴელით შესახებელსა და აღგზებულსა ცეცხლითა და წყუდიადითა და ბნელითა და ნისლითა
ებრაელთა მიმართ თავი 12
17. უწყით, რამეთუ ამისა შემდგომად უნდა დამკჳდრებად კურთხევაჲ და შეურაცხ-იქმნა, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა, და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.
ებრაელთა მიმართ თავი 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: სინანულისა ადგილი არა პოვა (12,17).:

თარგმანი: კურთხევისათჳს იტყჳს ისაკისა, რამეთუ ცრემლით ეძიებდა და ვერ პოვა. და არა თუ იტყჳს თუ: სინანული არა მოეცა; ნუ იყოფინ, რამეთუ საქმე იგი არა სინანულისაჲ იყო, ვითარცა-იგი მწუხარებაჲ კაენისი არა სინანულისათჳს იყო. ამისთჳსცა მოკლა ძმაჲ თჳსი. ეგრეთვე ესავის სიტყუანი არა სინანულისაგან იყვნეს, რამეთუ ყოვლითა გულითა ეძიებდა მოკლვასა იაკობისსა.

დაიწერა ესე ებისტოლჱ იტალიით ტიმოთეს მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის