პავლესი: სინანულისა ადგილი არა პოვა (12,17).
თარგმანი: კურთხევისათჳს იტყჳს ისაკისა, რამეთუ ცრემლით ეძიებდა და ვერ პოვა. და არა თუ იტყჳს თუ: სინანული არა მოეცა; ნუ იყოფინ, რამეთუ საქმე იგი არა სინანულისაჲ იყო, ვითარცა-იგი მწუხარებაჲ კაენისი არა სინანულისათჳს იყო. ამისთჳსცა მოკლა ძმაჲ თჳსი. ეგრეთვე ესავის სიტყუანი არა სინანულისაგან იყვნეს, რამეთუ ყოვლითა გულითა ეძიებდა მოკლვასა იაკობისსა.
დაიწერა ესე ებისტოლჱ იტალიით ტიმოთეს მიერ.