მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:3

2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად
ებრაელთა მიმართ თავი 12
3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...დებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა“** (); და კვლავ: „გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ“ (). ამასვე აკეთებს ახლაც მოწაფის მიმართ, თითქოს ამბობდეს: „ნუ შეუშინდები სიკვდილს; რადგან მონა ხარ ღმერთისა, რომელსაც ყოველივეს გაცოცხლება შეუძლია“.

ხოლო რომელ კეთილ აღსარებას გულისხმობს? იმას, როცა პილატე ეკითხებოდა: „უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ?“ (). უპასუხა: „ამისთჳს შობილ ვარ“ (). და კვლავ: „მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (). „აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ“ ()...

სრულად ნახვა