...რათა ქებათა სიჭარბით არ მოდუნდნენ, თითქოს დიდი საქმეები აღესრულებინოთ, და დაუდევარნი არ გახდნენ, აჩვენებს, რომ სანამ ამ ცხოვრებაში არიან, მათ ჯერ კიდევ აკლიათ; ამასვე ეუბნებოდა ებრაელებსაც, როცა წერდა: „რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად“ ().
ამბობს: „ყოვლითა სათნოებითა“ (); ესე იგი, ღვთისთვის სათნოყოფას, მტკიცე დაჯერებულობასა და სრულ რწმუნებულობას გულისხმობს; თითქოს ამბობდეს: რათა ღმერთისადმი მტკიცე დაჯერებულობა შეიქმნას, რათა არაფერი გაკლდეთ, რათა ისეთნი იყოთ, როგორც მას სურს. და ამბობს: „საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა“ (). ეს რა არის? დევნათა მოთმინება, რათა არ მოვუძლურდეთ, ამბობს. „რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.“ (...