...3:2). ამას იგი არა კანონმდებლობისთვის ამბობს, თითქოს ამის გარეშე ეპისკოპოსად გახდომა შესაძლებელი არ იყოს, არამედ უზომობის შესაკავებლად; რადგან იუდეველთა შორის შესაძლებელი იყო მეორედ ქორწინებაც და ერთდროულად ორი ცოლის ყოლაც, ვინაიდან „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე“ (). ზოგნი კი ამბობენ, რომ ეს იმისთვის ითქვა, რათა იგი ერთი ცოლის ქმარი იყოს. „უბრალო“. „უბრალო“ რომ თქვა, ამით ყოველი სათნოება თქვა. ამიტომ, თუ ვინმემ თავის თავში რაიმე შეცოდებები იცის, კარგად არ იქცევა, როცა იმ საქმეს მიელტვის, საიდანაც თავისი საქმეებით თვითონვე განდევნა თავი; რამეთუ ასეთ კაცს არა მთავრობა, არამედ მორჩილება მართებს. რამეთუ მთავარი ყოველ ლამპარზე უფრო ბრწყინვალე უნდა იყოს და შეუბღალავი ცხოვრება ჰქონდეს, ისე რომ ყველანი მას შეჰყურებდნენ და საკუთარ ცხოვრებას მისი ცხოვრების მიხედვით გამოსახავდნენ. ამას კი იმიტომ არ აკეთებს, რომ უბრალოდ ამდენი შეგონება გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ თვითონაც აპირ...
ებრაელთა მიმართ 13:4
3. მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ.4. პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან5. ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს; რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.
ებრაელთა მიმართ თავი 13