მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 4:11

10. რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან.11. ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს.12. რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა.
ებრაელთა მიმართ თავი 4
11. ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს.
ებრაელთა მიმართ თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვისწრაფოთ შესლვად განსასუენებელსა (4,11).:

თარგმანი: სამთა განსასუენებელთა იტყჳს; ერთსა მას, ჴორციელსა — შაბათისასა, და მეორესა შესლვასა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, და მესამესა — ზეცისასა, რომელსა აწ გუეტყჳს, რაჲთა ვისწრაფოთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის