მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ თავი 4

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: ვისწრაფოთ შესლვად განსასუენებელსა (4,11).

თარგმანი: სამთა განსასუენებელთა იტყჳს; ერთსა მას, ჴორციელსა — შაბათისასა, და მეორესა შესლვასა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, და მესამესა — ზეცისასა, რომელსა აწ გუეტყჳს, რაჲთა ვისწრაფოთ.

პავლესი: რომლისა მიმართ არს სიტყუაჲ ჩუენი (4,13).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისა მიმართ თანა-გუაც სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს.

პავლესი: რომელმან განვლნა ცანი (4,14).

თარგმანი: რამეთუ უზეშთაეს ცათა ამაღლდაო.

პავლესი: შევიკრძალოთ აღსაარებაჲ (4,14).

თარგმანი: რომელი აღსაარებაჲ? — ესე, ვითარმედ: აღდგომა ყოფად არს და მიგებაჲ საქმეთაებრ, და ბვრეულნი კეთილნი, და ვითარმედ ქრისტჱ ღმერთი არს, —ესე აღსაარებაჲ დავიმჭიროთ.

პავლესი: გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა (4,15).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: იდვნა, შეემშია, იგუემა, ჯუარს-ეცუა, ყოვლითურთ გუემსგავსა, თჳნიერ ცოდვისა.