1.გუეშინოდენ უკუე, ნუსადა, დატევებასა მას აღთქუმისასა შესლვად განსასუენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი დაკლებულად თავსა თჳსსა.2.და რამეთუ ვართ ჩუენ ხარებულ, ვითარცა-იგი იგინი; არამედ არარაჲ არგო მათ სიტყუამან მან სმენისამან, ვინაჲთგან არა თანა-შეეზავა სარწმუნებაჲ იგი მსმენელთა მათ.3.ხოლო ჩუენ შევიდეთ განსასუენებელსა მას, მორწმუნენი ესე, ვითარცა-იგი თქუა: ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა; და დაღათუ საქმენი იგი დასაბამითგან სოფლისაჲთ ქმნულ იყვნეს.4.რამეთუ უთქუამს სადამე მეშჳდისა მისთჳს ესრეთ: და განისუენა ღმერთმან დღესა მას მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა.5.და ამისა შემდგომად კუალად იტყჳს: ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.6.ვინაჲთგან უკუე და-ვიეთმე-აკლებს შესლვად მას შინა, და რომელნი-იგი წანაწარ ხარებულ იქმნეს, ვერ შევიდეს ურწმუნეობითა.7.კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა.8.რამეთუ უკუეთუმცა ისოს, ძესა ნავესსა, განესუენა მათდა, არამცა სხჳსა დღისათჳს ამისსა შემდგომად იტყოდა.9.და-სამე-აკლდების შაბათობაჲ იგი ერსა მას ღმრთისასა.10.რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან.11.ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს.12.რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა.13.და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი.14.მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ.15.რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა.16.მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა.
თარგმანი: სამთა განსასუენებელთა იტყჳს; ერთსა მას, ჴორციელსა — შაბათისასა, და მეორესა მას შესლვასა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, და მესამესა — ზეცისასა, რომელსა აწ გუეტყჳს, რაჲთა ვისწრაფოთ.
პავლესი: რომლისა მიმართ არს სიტყუაჲ ჩუენი (4,13).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისა მიმართ თანა-გუაც სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (14,10).:
...მათ სიტყუათა მიერ, ნუ გიკჳრს, რამეთუ პირველად თქუა, ვითარმედ: „არა გრწამსა?“ და მერმეღა იწყო ამათ სიტყუათა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა სარწმუნოებად მოიყვანნეს, რამეთუ განმკითხველი არს იგი გულთაჲ და ყოველივე დაფარული იცოდა. ;
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს?“ (14,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერ-იყო თქუენდა, რაჲთამცა ოდეს გესმა მამაჲ და ძჱ, არარასმცა ეძიებდით სხუასა გამოსაცხადებელად ერთობისა მათისა; უკუეთუ ესე არა კმა არს ჩინებად თქუენდა ერთარსებისა, საქმეთაგან გულისხმა-ყავთ, ვითარმედ „რომელმან მე მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. და მერმე გამოაჩინებს, ვითარმედ უმეტესთაცა შემძლებელ არს საქმეთა ქმნად. და არა თქუა, თუ: ამათსა უმეტესსა ვიქმ, არამედ რომელი ამისა ფრიად უსაკჳრველჱს იყოს, ვითარმედ: სხუათადაცა ძალ-მიც მიცემად ამის მადლისა, რაჲთა „ამათსა უმეტესი ქმნან“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმეთა რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს. და მე მამისა მივალ“ (14,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ამიერითგან თქუენდა არს სასაწულთა ქმნაჲ, რამეთუ მე წა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:
...(იოან. 8,13) და მრავალნი ესევითარნი, და აწ რასაღა მკითხავთ? ანუ რაჲ გნებავს ჩემ მიერ ცნობად? არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, რომელმან-იგი იცოდა ყოველივე პირველ ყოფისა და უწყოდა დაფარული გულთა მათთაჲ, რამეთუ იგი არს განმკითხველი გულთაჲ, ; და იცოდა უკეთური იგი გონებაჲ მათი, რომლითა ჰკითხვიდეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი?“ ვითარცა სურვილისაჲ ჩნდა, ხოლო გონებაჲ მათი უკეთურებასა შინა იყო და ზაკუვასა; რამეთუ ენება, რაჲთამცა მისითა სიტყჳთა სძლეს მას. ვინაჲთგან საქმეთა მისთაგან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და ბრმასაცა, ვითარმედ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“, და მათდაცა ეთქუა, დაღაცათუ ესრეთ არა ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღა...