თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე; განაგდებსა სინანულსა, რომელ იტყჳს თუ — ვერ ჴელ-ეწიფების განახლებაჲ — ნუ იყოფინ! არა სინანულსა განაგდებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ ნათლისღებითა მეორედ განახლებაჲ არღარა არს, რამეთუ განახლებაჲ ნათლისღებისაჲ არს, ხოლო სინანულისაჲ ესე არს, რომელ განახლებულნი ნათლისღებითა და კუალად დაძუელებულნი ცოდვათა მიერ განგუაშორნეს ამის ამაოებისაგან და მეგუცვალნეს, გარნა მასვე ბრწყინვალებასა მოსლვაჲ არღარა არს, რამეთუ მუნ ყოვლითურთ მადლი იყო, რამეთუ არა თქუა თუ — შეუძლებელ არს განახლებაჲ — და დაიდუმა, არამედ ესეცა შესძინა, ვითარმედ: "თანა-ჯუარ-ცუმად ძესა ღმრთისასა და განქიქებად", რამეთუ ნათლისღებაჲ ჯუარ-ცუმაჲ არს, და ვითარცა არა არს მეორედ ქრისტეს ჯუარცუმაჲ, რამეთუ ესე არს განქიქებაჲ, ეგრეთვე, რომელმან მეორედ ნათელს-იღოს, ქრისტეს ჯუარს-აცუამს, რამეთუ, ვითარცა მოკუდა ქრისტჱ ჯუარსა ზედა, ეგრეთვე ჩუენ — ნათლისღებასა შინა.
ებრაელთა მიმართ 6:5
4. რამეთუ შეუძლებელ არს ერთ-გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოჲ ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაჲ და ზიარ-ქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა5. და კეთილი გემოჲ ეხილვოს სიტყჳსა ღმრთისაჲ და ძალი იგი მერმისა მის საუკუნოჲსაჲ6. და დაცემულთა კუალად განახლებაჲ სინანულად, თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად.
ებრაელთა მიმართ თავი 6