1.და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი.2.და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი,3.და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა,4.რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
5.და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ:6.ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.7.ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?8.ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა.9.და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.10.მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;11.და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.12.ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.13.და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.14.დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.15.რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.16.რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.17.და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.18.და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.19.და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.20.რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი.21.მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.22.რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.23.ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა.24.და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.25.და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა.26.სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ.27.და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.28.და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი.29.და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი.30.რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.31.ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ.32.ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.33.ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.34.ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი.35.რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა.36.იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.37.და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ.38.და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მისთა.
1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც...
და მიჰხედა და იხილა, რომელნი იგი დასდებდეს შესაწირავსაფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქვრივი გლახაკი,რომელმან დასდვა ორი მწვლილი; და სთქვა: ჭეშმარიტად გეტყვითქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასაშესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვესშესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგანთვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა (ლუკ. 21,1-4).
აწინდელი ჩვენი სიტყვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იქმნება...
სწავლაჲ კ რაჲთა არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა გჳყუარდეს ღმერთი:
...ვზარდოთ იგი, და უკუეთუ წყურიელი, ვასუათ მას. დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩუენი, შეიწირავს იგი გინა თუ გრილსა წყალსა, ; ანუ თუ ორთა წულილთა, ; რამეთუ ვინაჲთგან არა ეჴმარების მას, ამისთჳს არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა. ოდენ გამოვაჩინოთ, ვითარმედ გჳყუარს იგი და გჳხარის მოსლვაჲ მისი. ვიხილოთ, თუ ვითარ არს იგი ჩუენდა მომართ, რამეთუ სული მისი დადვა ჩუენთჳს და შემდგომად ამისა ჩუენვე გუთხოვს. და უკუეთუ მის მიერ მოცემული მას მივსცეთ, ვითარმცა ჩუენი მიგუეცა, ეგრეთ შეიწყნარებს.
ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყჳან, ვითარმედ: ვის არა უყუარდეს იგი? და სიტყჳთა და გონებითა არავინ უარ-ჰყოფს მას, არამედ არა სიტყჳთ ოდენ ჯერ-არს სიყუარული, რამეთუ უკუეთუ სიტყჳთ ვიტყოდით, თუ გჳყუარს, და საქმით არა ვიქმოდით, ესე კიცხევაჲ არს არა თუ ღმრთისაჲ ოდენ, არამედ კაცთაჲცა. არამედ საქმით ვაჩუენოთ სიყუარული მისი, რაჲთა მანცა აღგჳარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თჳსისა აღიარებდეს ღირსთა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისა...
...ლევს და ისეთ სიუხვეს გამოავლენს, რომელიც უზომოდ აღემატება ჩვენს დამსახურებას.
2. ღმერთი გულის განწყობას ხედავს
და ასე იქცევა იგი ყველა ჩვენი შესაწირავის მიმართ. რა არის, მითხარი, ორ ლეპტაზე უმნიშვნელო? მაგრამ ღმერთმა ისე განაგო, რომ ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა შეწირა, დღემდე იდიდება ამის გამო მთელ ქვეყნიერებაზე (). და რას ვამბობ ორ ლეპტაზე? თუ ვინმე მწყურვალს ერთ ჭიქა ცივ წყალსაც კი მიაწვდის, ამისთვისაც ღმერთი დიდ ჯილდოს განუმზადებს, რადგან სათნოების აღმასრულებლებს ყოველთვის გულის განწყობის მიხედვით ანიჭებს გვირგვინს (). იგივეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, აკეთებს იგი ლოცვის ღვაწლის მიმართაც. თუ დაინახავს, რომ ვინმე მოშურნეობით უახლოვდება, მაშინვე ეტყვის: „პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?" (). ხოლო თუ ადამიანი ხანგრძლივ დაჟინებას გამოიჩენს, ღმერთი მის თხოვნასაც დიდი სიყვარულითა და ცხელი მოშურნეობით ასრულებს, თხოვნის აღსრულებამდე კი ქების გვირგვინს ადგამს. ზუსტად ასე მოექცა ქანანელ დედაკაცსაც. როცა იხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:
...რაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“? ; ; ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „პირველითგან არა გარქუ“? გარნა ტანჯვანი და ძჳრნი ეთქუნეს პირველცა, ხოლო ესე არა ეთქუა, თუ მოკლვაჲ მათი ესრეთ დიდად შერაცხილ იყოს, ვითარცა მსხუერპლისა შეწირვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ამან უფროჲსად შეაწუხნა, რაჟამს ესმა, თუ: ვითარცა ძჳრისმოქმედნი და უწყალონი მოწყუედად არიან; გინა თუ ესეცა არს, რამეთუ მაშინ წარმართთათჳს ოდენ იტყოდა, ხოლო აწ ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიათაცა ესრეთ გიყონ, და ვითარმედ: ახლოს არს საქმჱ იგი. ხოლო რაჲსათჳს აწ ჰრქუა მათ და არა მაშინ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდა? არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიად სათნოებითა სავსენი იყვნეს. რამეთუ უკუეთუ ჯერეთ სული წმიდაჲ არა მოსრულ იყო მათდა და არავე ივლტოდეს მისგან ამათ ესევითართა სიტყუათათჳს, გულისხმა-ყავ, თუ ვითარნიმცა იყვნეს, რაჟამს მოიღეს სული წმიდაჲ. რამეთუ უკუეთუმცა შემდგომად სულისა მოსლვისა ასმიოდამცა და თავს-ედვა ესე ყოველი, ვთქუთმცა, თუ მადლი იგი იქმო...