თარგმანი: დღეთა მათ აბრაჰამისთა იყო მელქიზედეკ წარმართთაგანი, რომლისა ნათესავი ესრეთ არს: ეგჳპტჱ, მეფჱ ლიბიისაჲ, რომლისაგან არიან ეგჳპტელნი; მან შვა სიდან, რომელი გამოვიდა ეგჳპტით და აიღო ქანანელთა ქუეყანაჲ, რომელ არს აწ პალესტინე და აღაშენა მუნ სიდონი ქალაქი; და ნათესავისა მისისაგან გამოვიდა მელქიზედეკის მამაჲ და იქმნა სედეკ მღდელ და მეფჱ ქანანეთს შინა, და ეწოდა მელქიზედეკ. და აღაშენა მთასა ზედა სიონსა ქალაქი და უწოდა მას იერუსალჱმი. და მეფობდა მას შინა ას და ათცამეტ წელ. და აღესრულა მართალი და ქალწული, ხოლო წერილი მოსესი არა აჴსენებს მშობელთა მისთა სახელსა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ".
ებრაელთა მიმართ 7:1
1. რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი,2. რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაჲ“, და მერმე - „მეფე სალემისაჲ“, რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ,
ებრაელთა მიმართ თავი 7