📋 სარჩევი
პავლესი: რამეთუ ესე მელქიზედეკ, მეუფჱ სალემისაჲ... (7,1).
თარგმანი: დღეთა მათ აბრაჰამისთა იყო მელქიზედეკ წარმართთაგანი, რომლისა ნათესავი ესრეთ არს: ეგჳპტჱ, მეფჱ ლიბიისაჲ, რომლისაგან არიან ეგჳპტელნი; მან შვა სიდან, რომელი გამოვიდა ეგჳპტით და აიღო ქანანელთა ქუეყანაჲ, რომელ არს აწ პალესტინე და აღაშენა მუნ სიდონი ქალაქი; და ნათესავისა მისისაგან გამოვიდა მელქიზედეკის მამაჲ და იქმნა სედეკ მღდელ და მეფჱ ქანანეთს შინა, და ეწოდა მელქიზედეკ. და აღაშენა მთასა ზედა სიონსა ქალაქი და უწოდა მას იერუსალჱმი. და მეფობდა მას შინა ას და ათცამეტ წელ. და აღესრულა მართალი და ქალწული, ხოლო წერილი მოსესი არა აჴსენებს მშობელთა მისთა სახელსა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ".
პავლესი: არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს (7,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არცა წერილ არს თუ ოდეს იშვა, არცა თუ ოდეს მოკუდა.
პავლესი: მიმსგავსებულ არს ძესა ღმრთისასა (7,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სახე არს მღდელობისა მის იესუ ქრისტესი.