მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 9:11

10. გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა.11. ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულესითა კარვითა ჴელით უქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისაჲთა.12. არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოჴსნაჲ პოვა.
ებრაელთა მიმართ თავი 9
11. ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულესითა კარვითა ჴელით უქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისაჲთა.
ებრაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უფროჲსითა მით და უსრულესთა კარვითა ჴელით უქმნელითა (9,11).:

თარგმანი: ამას ადგილსა კარვად ჴელით მქმნელად კაცობრივსა ბუნებასა უწოდა, რომელი-იგი მიიღო მეუფემან ქრისტემან, რამეთუ არა ქორწინებითა სჯულითა იშვა, არამედ სულმან წმიდამან შემზადა კარავი იგი. ხოლო სიტყუაჲ ესე თუ — "არა ამის დაბადებულისაჲთა" (9,11). — ესე იგი არს, ვითარმედ: არა სჯულითა მით ამის სოფლისა დაბადებულთა ბუნებისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის