1.და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს.2.და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან.3.და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი.4.ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს,5.რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.6.და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.7.რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.8.რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.9.ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა სარწმუნოებაჲ მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ.10.და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
11.და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.12.და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.13.და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!14.და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!15.და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.16.და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა.17.და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
18.და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს.19.და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?20.და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?21.მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.22.და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.23.და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ.24.და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?25.არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.26.არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.27.რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.28.რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.29.და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.30.ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.31.ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?32.მსგავს არიან ყმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ.33.რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღჳნოსა, და იტყჳთ: ეშმაკეულ არს.34.მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღვნისაჲ და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ.35.და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თჳსთა.
36.ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.37.და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ.38.და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.39.ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.40.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე!41.და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი.42.და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?43.მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.44.და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა;45.ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა.46.ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.47.რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.48.და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!49.და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?50.ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით!
1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა...
და იხილა დედაკაცი იგი იესო, და შეეწყალაიგი, და რქვა მას: ნუ სტირ( ლუკ. ზ. იგ.)
სახარება, წაკითხული აწინდელსა წირვასა ზედა, საყვარელნო ძმანო, მსმენელნო, არ გვაძლევს ჩვენ პირველი შეხედვით რომელსამე პირდაპირსა სწავლასა და დარიგებასა. მართალია, იგი აღწერს უდიდესსა სასწაულსა ქრისტესსა. მაცხოვარმან ერთითა სიტყვითა გააღვიძა მკვდარი, რომელი ჭირის-უფალთა მისთა მიაქვდათ დასამარხავად; აქითგან, ვითარცა თანამედროვენი მისნი დაინახვიდნენ, ეგრედვე ჩვენცა ვისწავლით, რომელ იგი იყო ჭეშმარიტი ძე ღვთისა და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“ (8,11-13).:
ვითარ უკუე იტყჳს ლუკა? ვითარმედ: „შევიდა იესუ კაპერნაუმდ. და ასისთავისა ვისმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. და ესმა მას იესუსთჳს და მიავლინა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი“. ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: თავით თჳსით მოუჴდა ასისთავი იგი და ევედრა.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: სხუაჲ არს ესე და სხუაჲ არს იგი, დაღაცა-თუ მსგავსებაჲ აქუს, რამეთუ მისთჳს ჰურიანი იტყჳან, ვითარმედ: „შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“, ხოლო ამისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე“. და სხუასა მრავალსა იტყჳან, რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ არა ერთისათჳს არს ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ.
ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: ერთ არს ასისთავი ესე, ორთავე მიერ თქუმული, და ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს. ვითარ უკუე მათე იტყჳს, ვი-თარმედ: იგი თჳთ მივიდა იესუჲსა, ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: სხუანი მიავლინნა? მე ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფ, ვითარმედ ლუკა ლიქნისსიტყუაობასა მას ჰურიათასა მოასწავებს; რამეთუ ესმა რაჲ ასისთავსა მას უფლისა მოსლვაჲ, ენება მისლვაჲ, ხოლო ჰურიანი ჰლიქნიდეს მას და ეტყოდე...
...„მე ვარ აღდგომაჲ“, და რაჲთა ცნას მან, ვითარმედ ვინაჲთგან იგი არს აღდგომაჲ და ცხორებაჲ, არა სამე ადგილით იქმნების მისმიერი ცხორებაჲ, არამედ სადაცა იესუ შემძლებელ არს კურნებად. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა მათ, ვითარცა ასისთავმან მან ყო, ვითარმედ: „თქუ სიტყჳთ, და განიკურნოს“, ; ეთქუამცა; ვინაჲთგან უკუე მოუწოდეს, ამისთჳს ესე ქმნა და მივიდა, რაჲთა ასწავოს მათ კეთილი გულისხმის-ყოფაჲ. ხოლო მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, უჩუენებს მათ, ვითარმედ შემძლებელ იყო თჳნიერ მოსლვისაცა განკურნებად. ამისთჳსცა ჰყოვნიდა, რაჲთამცა აყროლდა, რაჲთა უმეტესად განეფინოს მადლი მისი. ხოლო დედაკაცმან მან ვინაჲ იცოდა საუკუნოჲ იგი აღდგომაჲ? რამეთუ ასმიოდა მრავალგზის ქრისტესგან სიტყუაჲ აღდგომისაჲ, არამედ მას აწ სუროდა ხილვად. და იხილე იგი, ვითარ ჯერეთ ქუემდებარე იყო გონებითა, რამეთუ ესმა ქრისტესი, ვი-თარ თქუა, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ“, და ეგრეთცა არავე თქუა, თუ: აღადგინე იგი, არამედ ჰრქუა: „მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ“ (11,27), ხოლო უფალმან ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე“. აქა ამას ჴორციელსა სიკუდილსა იტყჳს, ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: „რომელსა ჰრწმენ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:
...მდაბლით იტყჳს უფალი, ხოლო საქმით, რა-ჟამს იქმნ სასწაულთა, გამოაჩინებნ მუნ თჳსსა ჴელმწიფებასა, ვითარ ცა-იგი რაჟამს ჰრქუა კეთროვანსა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მ...