📋 სარჩევი
პავლესი: უფროჲსითა მით და უსრულესთა კარვითა ჴელით უქმნელითა (9,11).
თარგმანი: ამას ადგილსა კარვად ჴელით მქმნელად კაცობრივსა ბუნებასა უწოდა, რომელი-იგი მიიღო მეუფემან ქრისტემან, რამეთუ არა ქორწინებითა სჯულითა იშვა, არამედ სულმან წმიდამან შემზადა კარავი იგი. ხოლო სიტყუაჲ ესე თუ — "არა ამის დაბადებულისაჲთა" (9,11). — ესე იგი არს, ვითარმედ: არა სჯულითა მით ამის სოფლისა დაბადებულთა ბუნებისაჲთა.
პავლესი: არამედ იგი ზეცისანი უმჯობესითა მსხუერპლითა არიან ამათსა (9,23).
თარგმანი: ზეცისად ჩუენთა ამათ ახლისა სჯულისა საიდუმლოთა უწესს.
პავლესი: არამედ თჳთ მათ ცათა აწვე ჩუენებად პირსა ღმრთისასა ჩუენთჳს (9,24).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა კაცი შევიდა, რამეთუ აწ ოდენ პირველად აღვიდა ქრისტეს მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ ზეცად.