...ჰმონებდეს. რაჲსათჳს ცეცხლად შთააბნევ შრომა-თა შენთა? რაჲსათჳს ჰაერთა სცემ? რაჲსათჳს ამაოდ ჰრბი შენ?
არა ყოვლისავე ჴელოვანებისა აღსასრული არსა? ჰე, ჭეშმარიტად. აწ უკუე მიჩუენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა სოფლიოთა აღსასრული. გარნა ვერარაჲ ძალ-გიც ჩუენებად, რამეთუ „ამაოებაჲ ამაოებისაჲ, ყოველივე ამაო არს“. ხოლო უკუეთუ ჩემ თანა დასდვა ნაწილი შენი და ჩემთჳს იყოს შრომაჲ შენი, მიგცე შენ სამკჳდრებელად სასუფეველი ცათაჲ, და ჰსუფევდე ჩემ თანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა.
ძმანო ჩემნო საყუარელნო, არა გესმისა სიტყუანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად ამას ყოველსა მეტყჳს ჩუენ და ფრიად უმრავლესსა. უკუეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩუენდა; უკუეთუ ურჩ ვექმნეთ, ვაებაჲ საუკუნოჲ მოგუეცეს. ეჰა საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაჲ ამის სოფლისაჲ და გულისთქუმანი ბილწებისანი საწადელ არიან ჩუენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი.
განვიდეთღა, კაცო, სამაროვანად; მიჩუენე მამაჲ შენი და დედაჲ შენი ანუ სხუაჲ თჳსთაგანი. გულისხმა-ყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა. სადა არს, რომელი-იგი ოქროჲთა შემკობილ იყო და ოქროქსოვილი ემოსა, რომელი-იგი ეტლთა ზედა ოქროქანდაკებულთა აღმჴედრებულ იყო, და მჴედრები ათასეული წინაშე უვიდოდა, და ქად...