1. წარავლინე პური შენი წინაშე წყალსა სიმრავლესა დღეთასა ჰპოვო იგი.2. ეც ნაწილი შჳდთაცა და რვათაცა, რამეთუ არა უწყი, რაჲ იყოს ბოროტი ქუეყანასა ზედა.3. უკუეთუ აღივსნენ ღრუბელნი წჳმითა ქუეყანასა ზედა და დაასხას იგი, დაღათუ დაეცეს ხჱ სამხრით, გინა თუ ჩრდილოჲთ კერძო, ადგილსა, სადაცა დაეცეს ხჱ იგი, მუნვე იყოს.4. რომელი ჰსცავნ წჳმასა, არა სთესის, და, რომელი ჰხედავნ ღრუბელთა, არა მკინ.5. რომელსა-იგი არა მეცნიერ არს, ვითარ არს გზაჲ იგი სულისაჲ, ვითარცა ძუალი მუცელსა მიდგომილსა, ეგრჱთ ვერ ცნნეს ქმნულნი ღმრთისანი, რავდენნი ქმნნეს ყოველსა თანა.6. განთიად სთესე თესლი შენი და მწუხრი ნუ დაუტევებნ ჴელი შენი, რამეთუ არა უწყი, რომელი დაადგრეს, ანუ იგი, ანუ ესე, და უკუეთუ ორივე ერთბამად კეთილ.7. და ტკბილ არს ნათელი და კეთილ ხილვად თუალთა მზისათა.8. დაღათუ მრავალ წელ ცხომდეს კაცი და მათ ყოველთა შინა იხარებდეს და მოიჴსენნეს დღენი იგი ბნელისანი, რამეთუ მრავალ იყვნენ ყოველნი მომავალ ამაოჲსა.9. იხარებდ, ჭაპუკო, სიჭაპუკესა შენსა და განგახარენ შენ გულმან შენმან დღეთა სიჭაპუკისა შენისათა და ვიდოდე გზათა შენთა უბიწოდ და ნუ ხილვითა თუალთა შენთაჲთა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან საშჯელად.10. და განიშორე გულისწყრომაჲ გულისაგან შენისა და თანაწარიცთუნე უკეთურებაჲ ჴორცთაგან შენთა, რამეთუ სიჭაპუკე და უგუნურებაჲ ამაო არს.