მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 5:4

3. ვითარცა აღუთქუა ღმერთსა, ნუ ჰყოვნი მიცემად მას, არა არს ნებაჲ უგუნურთა შორის, რამეთუ რავდენ აღუთქუ მიცემად, მიეც.4. უმჯობეს არს შენდა არააღთქუმაჲ, ვიდრე აღთქუმასა და არამიცემასა.5. ნუ სცემ პირითა შენითა ცოდვად ჴორცთა შენთა და სთქუა წინაშე პირსა ღმრთისასა, ვითარმედ უმეცრება არს, რაჲთა არა განრისხნეს ღმერთი ჴმასა შენსა და განრყუნეს ქმნულნი ჴელთა შენთანი,
ეკლესიასტე თავი 5
4. უმჯობეს არს შენდა არააღთქუმაჲ, ვიდრე აღთქუმასა და არამიცემასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ქების მსხვერპლი და აღთქმის აღსრულება:

...ტე, როცა ამბობდა: „რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.“ (ლკ 17:10) თუმცა იგი იმ მონის იგავს ამბობდა, რომელსაც უმცირესი მსახურება ებრძანა: არა წამოწოლა, არამედ მოსვლა და მსახურება. სხვა ვინმეც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ ()2. აღუთქვი? შეასრულე, სიკვდილმა რომ არ მოგისწროს და არ შეგაწყვეტინოს.

და ეს ჩემთან რა შუაშია? ამბობს იგი: სიცოცხლე ხომ ჩემს ხელში არ იყო. სწორედ ამიტომ არ უნდა დაგეყოვნებინა: უნდა გეფიქრა წასვლის გაურკვევლობაზე და იმაზე, რომ არც სიცოცხლისა და არც აქედან გადასვლის განმგებელი არა ხარ. ამიტომ ის, რაც გამართლებად ჩანს, ბრალდებაა. რადგან აღთქმის შეუსრულებლობა უკვე სიკვდილის საქმე კი აღარ აღმოჩნდა, არამედ შენი დაყოვნებისა და გადადებისა....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა:

...დრებით, იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ — შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, ლოცვებში მოუკლებლად ვიდგეთ. არამედ გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ ()2. რადგან მომავალი უცნობია. ან სნეულება, ან მოულოდნელად თავს დამტყდარი საქმეები შეგვიშლის ხელს. თუ სიკვდილიც მოვა და აღთქმის აღსრულებას შეწყვეტს, საპატიო მიზეზი აღარ გექნება. აქ კი „ლოცვას“ ვედრებასა და მავედრებელ თხოვნას უწოდებს. ამიტომაც, სწორედ ამის საჩვენებლად, დაამატა: „ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „შენი ერთგულებით“. კიდევ სხვა ამბო...

სრულად ნახვა