მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 7:2

1. უმჯობეს სახლი უფროჲს წყალობისა კეთილისა და დღჱ სიკუდილისაჲ უფროჲს დღისა მის შობისა.2. უმჯობჱს არს მისლვად სახლსა გლოვისასა ვიდრეღა მისლვად სახლსა შუებისასა, რამეთუ ესე არს დასასრული ყოვლისავე კაცისაჲ, და, რომელი ცხოველ არს, მოჰსცეს კეთილი გულსა თჳსსა.3. უკეთე არს გულისწყრომაჲ უფროჲს სიცილისა, რამეთუ განბოროტებითა პირისაჲთა განმხიარულდეს გული.
ეკლესიასტე თავი 7
2. უმჯობჱს არს მისლვად სახლსა გლოვისასა ვიდრეღა მისლვად სახლსა შუებისასა, რამეთუ ესე არს დასასრული ყოვლისავე კაცისაჲ, და, რომელი ცხოველ არს, მოჰსცეს კეთილი გულსა თჳსსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოწყალების თესვა და წმინდანთა მონასტრები:

...ხშირად ფულის მისაცემად წასულს მთელი სული მიგიცია, შეპყრობილხარ, იმ წმინდა კაცის თანატყვე გამხდარხარ და მასთან ერთად სოფლისგან გაუცხოებულხარ. დიდი საქმეა გლახაკთა ხილვაც. ამბობს: „ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას" ()1.

ლხინის სახლიდან სული ვნებით აღეგზნება. რადგან თუ შენც გაქვს განცხრომის საშუალება, მფლანგველობისკენ წაქეზებას მიიღებ; ხოლო თუ არ გაქვს, მწუხარებას შეიწყნარებ. გლოვის სახლში კი ასეთი არაფერია; თუნდაც განცხრომის საშუალება არ გქონდეს, არ დაგტკივდება გული, ხოლო თუნდაც გქონდეს, გლოვის სახლი შეგაკავებს. მართლაც, მონასტრები გლოვის სახლებია: იქ არის ჯვალო და ნაცარი, იქ არის განმარტოება, იქ არ არის სიცილი და არც ყოფითი საქმეების სიმრავლე, იქ არის მარხვა, იქ არის მიწაზე წოლა; ყოველივე სუფთაა ქონის სუნისაგან, სისხლისაგან, ხმაურისაგან, შფოთისა და ხალხმრავლობისაგან....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:

...აშჯელი მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულისწყრომაჲ და გულისთქუმაჲ და სიყუარული საწუთროჲსაჲ და გულისხმა-ჰყო, ვითარმედ უკუეთუ კაცთა მიერ ესევითარნი შიშნი და ტანჯვანი და საშჯელნი არიან, რაჲ-მე ყოფად არს წინაშე ღმრთისა? ამისთჳსცა ბრძენი იგი იტყოდა: „კეთილ არს შესლვაჲ სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიცილისასა“. და რაჟამს ესრეთ იყოფოდი, მას საუკუნესა გესმნენ სიტყუანი იგი ნეტარებისანი.

ამისთჳს უკუე, ძმანო, ნუმცა უდებ ვიქმნებით კეთილისა მიმართ, არამედ მივიდოდით და ნუგეშინის-ვსცემდეთ ჭირვეულთა, მყოფთა საპყრობილეთა შინა; ხოლო უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: არა თუ საპყრობილესა შინა კაცნი საღმრთონი არიან, არამედ კაცისმკლველნი და ავაზაკნი და მპარავნი, არამედ ჩუენდა არა თუ ბრძანებულ არს, რაჲთა კეთილნი გუეწყალოდიან და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ, რამეთუ იტყჳს უფალი: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თჳსსა ცოდვილთა ზედა და მართალთა“. ; და შენცა უკუე ნუ ხარ უწყალოჲ მსაჯული, არამედ გულისხმა-ყავ, რამე-თუ ჩუენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემძლებელ არიან ჯოჯოხეთს მიყვანებად ჩუენდა, რამეთუ ძმათადაცა „ცოფ“ გ...

სრულად ნახვა