მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:12

11. მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა,12. რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი-ესე წინაწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა.13. რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა.
ეფესელთა მიმართ თავი 1
12. რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი-ესე წინაწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა.
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესსა (1,12).:

თარგმანი: თავსა თჳსსა წარმართთა თანა შეჰრთავს, ვითარცა ქადაგი მათი, და იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ წარმართთათჳს, რომელნი-ესე, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინაჲსწარ მოსავ ვიქმნენით ქრისტესსა; ესე იგი არს, ვითარმედ: რომელთა წინაჲსწარ გურწმენა ქრისტესი, ჩუენ მიერ ჯერ-არს საქმით დიდებაჲ მისი, რაჲთა ესრეთ ვმოქალაქობდეთ, რომელ ყოველნი მხედველნი წესიერებისა ჩუენისანი ჩუენ ძლით ადიდებდენ მამასა ჩუენსა ზეცათასა, რომელმან ესრეთ მიშვილნა წარწყმედულნი ესე, რომელ სახილველადცა საწადელ და სარგებელ ვართ მრავალთა, რომელნი-ესე პირველ ვიყვენით წარმართ და კერპთმსახურ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის