მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:13

12. რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი-ესე წინაწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა.13. რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა.14. რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.
ეფესელთა მიმართ თავი 1
13. რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა.
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ (1,13).:

თარგმანი: ვითარ-იგი ებრაელთა მიმართ დასწერს, ვითარმედ: "მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა" (), ეგრეთვე ეფესელთა ეტყჳს, ვითარმედ: ქრისტეს მიერ, ძისა ღმრთისა, გესმა თქუენ სიტყუაჲ; არღარა სახითი და იგავითი, არამედ საქმითი და ჭეშმარიტებითი; არცა ჰურიაებრ აჩრდილთა შინა შჯულისათა, არამედ დღესა შინა სახარებისა ამის ცხორებისასა, რომელი-ესე აცხოვნებს მორჩილთა მისთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის