მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:15

14. რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.15. ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა.16. არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა,
ეფესელთა მიმართ თავი 1
15. ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა.
თავი ბ̂. ლოცვაჲ, რაჲთა ვიცნნეთ ქრისტეს მიერ მონიჭებულნი ჩუენდა კეთილნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა. არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა (1,15-16).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა ყოფადისა მისთჳს მოლოდებისა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲსა განიხარა მოციქულმან სარწმუნოებასა ზედა ეფესელთასა, და უფროჲსღა ამისთჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ მათი საქმითა მით სიყუარულისაჲთა სრულ იქმნა, ვინაჲთგან ესე მარადის ჩვეულებად აქუს მიმყოვრებულსა სარწმუნოებასა — თანაშემწედ მოგებად სასოებისა და სიყუარულისა, და ესენი არიან მომატყუებელნი საუკუნოჲსა მკჳდრობისანი. ამისთჳს ჰმადლობს მათთჳს ღმერთსა მოციქული, და ულოცავს მათ, ხოლო სიყუარულსა მას აქებს, რომელი არა თჳსისა ხოლო ქუეყანისა მახლობელთა წმიდათა, არამედ ყოვლისა სოფლისა მყოფთა წმიდათა მიმართ განფენილ იყოს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის