თარგმანი: წინდად საუკუნოჲსა მკჳდრობისა უწოდს სულსა წმიდასა, რამეთუ არა ხოლო აღთქუმა არს, არამედ წინდცა უეჭუელობისა მათისა; და კუალად, გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, რამეთუ დაღაცათუ აწვე გამოჴსნილ ვართ, არამედ მაშინ იქმნების უსრულესი გამოჴსნაჲ, რაჟამს არა ხოლო ცოდვათა და ვნებათაგან საეშმაკოთა, არამედ ცოდვილთა და ვნებულთა კაცთა მახლობელობისაგან გამოიჴსნნენ წმიდანი, რაჟამს-იგი მწყემსმან მან განარჩინეს ცხოვარნი თიკანთაგან, და იფქლი — ღუარძლისაგან, რომელსა ეწოდების ჭეშმარიტი შეწევნაჲ, რაჟამს დაუყენებელ და განუწვალებელ იყოს წმიდათაგან ხედვაჲ ღმრთისაჲ და არარაჲ იყოს მათ შორის კრეტსაბმელი, ანუ სიზრქისა ჴორცთაჲსაჲ ანუ არმურისა სოფლიოთა შფოთთა და ვნებათაჲსაჲ. ხოლო ესე ყოველი იქმნების ჩუენ ზედა, არა რაჲსა სხჳსათჳს, არამედ საქებელად დიდებისა ღმრთისა, რამეთუ რაჟამს ყოველივე ვყოთ, მაშინ არავე ჩუენთა საქმეთაგან, არამედ წყალობათა მისთა სიმრავლისაგან მოგუენიჭების მკჳდრობაჲ ზეცისა სუფევისაჲ, რომელი-იგი ამისთჳს განგჳმზადა ჩუენ, რაჲთა ჩუენ ზედა ქმნილთა წყალობათა ურიცხუებისათჳს უმეტეს იდიდოს სახელი წმიდაჲ მისი.
ეფესელთა მიმართ 1:14
13. რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა.14. რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.15. ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა.
ეფესელთა მიმართ თავი 1