თარგმანი: კეთილად ყო "მადლისა" მიერ დაწყებაჲ, რამეთუ მადლით უწოდთ ღმერთსა მამად ჩუენდა, და მადლით მოტევებითა პირველთა ბრალთაჲთა მისცა ძემან თავი თჳსი საჴსრად ჩუენდა და გამომიჴსნნა ჩუენ მონებისაგან ცოდვისა.
ეფესელთა მიმართ 1:2
1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ:2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.
ეფესელთა მიმართ თავი 1