მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:3

2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.4. ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით.
ეფესელთა მიმართ თავი 1
3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (1,3).:

თარგმანი: ჩუენი ღმერთი არს ბუნებით, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მამაჲ ბუნებით. და კუალად, ჩუენი მამაჲ არს განგებულებით, და მისდა ღმრთად ითქუმის განგებულებით, ჴორცთა მათთჳს, რომელნი ჩუენგან შეისხნა ჭეშმარიტებით.

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...ასი ათასი გახდნენ. მაგრამ მაშინ კურთხევის საქმეები ამაში იყო, ახლა კი ახალ აღთქმაში - ბევრად უმჯობეს სიკეთეებში. ამიტომ ამბობს პავლე: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ“ (). და კვლავ: „ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ“ (), „მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა“ (). სწორედ ამიტომ ძველად წინასწარმეტყველებიც, როცა სიკეთის მინიჭებას ესწრაფოდნენ, ამგვარ კურთხევას აძლევდნენ. ელისემ, მაგალითად, მასპინძელ ქალს შვილის მინიჭებით მიუზღო. ახალ აღთქმაში კი ეს აღარ არის, არამედ ბევრად უფრო დიდი რამ. მეწამულით მოვაჭრე ქალი მოციქულებისგან ამას კი არ ითხოვდა, არამედ რას? „უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით“ (). ხედავ, რაოდენ დიდია განსხვავება, რას ითხოვდნენ...

სრულად ნახვა