თარგმანი: აღვსებად ქრისტეს ეკლესიასა უწესს, რამეთუ აღვსებაჲ თავისაჲ გუამი არს და აღვსებაჲ გუამისაჲ — თავი.
ეფესელთა მიმართ 1:23
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და იგი მოსცა თავად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, რომელ არს გუამი მისი, აღსავსებაჲ ყოვლისავე ყოველსა შინა აღმავსებელისაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთა აღმყვანებელი და დამსუმელი ქრისტე არს თავად, ზეშთა ყოველთა აღყვანებულისა ამის ეკლესიისა მორწმუნეთაჲსა, რომელი მის თანა აღიყვანა და დასუა, რამეთუ სადაცა თავი იყოს, მუნვე უეჭუელად ყოველი გუამი. გინა თუ ესრეთ, ვითარმედ ზეშთა ანგელოზთა და ყოველთა ძალთა ზეცისათა არს თავი იგი ეკლესიისაჲ ქრისტე; ანუ თუ ზეშთა ხილულთა და საცნაურთა არს ქრისტე; ანუ თუ უზეშთაეს ყოველთა კეთილთა არს ქრისტესი თავ ჩუენდა ყოფაჲ, რომელი-ესე უზეშთაეს არს ყოველთა გონებათა, ვითარ არა პატივითა რაჲთმე და ჴელმწიფებითა ითქუმის ქრისტე თავ ჩუენდა, არამედ ესოდენ თჳსებით, ვიდრეღა ეკლესიაჲ არს აღმავსებელ გუამისა მის ყოვლისავე ყოველსა შინა აღმავსებელისა. ესე იგი არს, ვითარმედ აღავსებს და სრულ ჰყოფს გუამი თავსა, ვითარ-იგი თავი აღმავსებელი არს სხუათა ასოთაჲ ყოვლითურთ ყოველსა შინა. ესრეთ უკუე მოციქული არარას ჰრიდებს მაღალთა სიტყუათაგანსა, რაჲთა აჩუენოს თჳსებაჲ და ერთობაჲ ჩუენი ქრისტეს თანა....
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის