📋 სარჩევი
ეფესელთა მიმართ ებისტოლე
ესე ებისტოლჱ ჰრომით მიუწერა. არა ეხილნეს იგინი ჯერეთ, არამედ ასმიოდა მათთჳს. ხოლო ესე იყო მიზეზი, რამეთუ ეფესელთა ჰრწმენა ქრისტჱ კეთილად, და სუროდა, რაჲთამცა მოციქულისა პავლეს სიტყუანი ესმნეს. ესე ცნა და ამისთჳს მიუწერა.
პავლესი: გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი (1,9).
თარგმანი: საიდუმლოჲ ესე, ვითარმედ კაცი ზეცად აღიყვანოს.
პავლესი: თავად-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა (1,10).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ინება ყოვლისავე შეცვალებაჲ, რამეთუ თავად-ყოფად შეცვალებასა მსწრაფლსა იტყჳს, რომელი იქმნა ქრისტეს მოსლვითა, რამეთუ შეჰმოსა კაცთა უხრწნელებაჲ და ცათა კრებულნი იხარებდეს, არებდეს ამას ზედა, რამეთუ განიდევნა ყოველი სალმობაჲ, მწუხარებაჲ და სულთქმაჲ.
პავლესი: რომელსა შინაცა განვეწესენით (1,11).
თარგმანი: ამას ცხორებასა შინა დაგუაწესნაო პირველითგან.
პავლესი: რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, მამამან დიდებისამან (1,17).
თარგმანი: ღმრთადცა უწოდა მისა და მამადცა: ღმრთად კაცობრივისა ბუნებისა, და მამად — ღმრთეებისა. რამეთუ დიდებად ბუნებასა მას ღმრთეებისასა უწოდა, ვითარმედ: "მამამან დიდებისამან".
პავლესი: აღვსებაჲ იგი, რომელმან ყოველი ყოველსა შინა აღავსო (1,23).
თარგმანი: აღვსებად ქრისტეს ეკლესიასა უწესს, რამეთუ აღვსებაჲ თავისაჲ გუამი არს და აღვსებაჲ გუამისაჲ — თავი.