მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:4

3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.4. ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით.5. წინაწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა,
ეფესელთა მიმართ თავი 1
4. ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით.
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა (1,4).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "რომლისა მიერ გუაკურთხნა, მის მიერვე გამოგჳრჩინა", ხოლო "უწინარეს სოფლის დაბადებისა" ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა მრავლით ჟამით პირველ სოფლის დაბადებისა განგებულ იყო განჩინებაჲ კაცთა ცხორებისაჲ, რომლისაჲ სრულიადი მიმთხუევაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ესმას მარჯუენითთა მათ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა" ().

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის