თარგმანი: ამას ადგილსა უჩუენებს ეფესელთა, ვითარმედ ოდეს-იგი წარმართ იყვნეს, უდარეს ჰურიათა იყვნეს, და, დაღაცათუ მრავალთა კერპთა ღმრთად ხადოდეს, არამედ ამისთჳს უღმრთო იყვნეს, რამეთუ არცა ერთი მათგანი იყო ღმერთ. ხოლო ჰურიანი დაღაცათუ არა დაიცვიდეს ბრძანებათა შჯულისათა, არამედ ეგრეთცა შჯულსა ქუეშე იყვნეს და განჩინებული აქუნდა წესი მოქალაქობისაჲ, რომელი დადებულ იყო ისრაჱლისათჳს, რომელ არს გონებაჲ, მხედველი ღმრთისაჲ, და სასოებაჲ აქუნდა აღთქუმათაჲ, დაღაცათუ განვარდეს მათგან, რაჟამს არა შეიწყნარეს ქრისტე, წინა-მოსწავებული მათდა წიგნებითა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა, რომელთა უწყებასა ყოვლად უმეცარ იყვნეს წარმართნი.
ეფესელთა მიმართ 2:12
11. ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა,12. რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესა, უცხო-ქმნულნი მოქალაქეობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო რჩულთა მათგან აღთქუმათაჲსა, სასოებაჲ არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა.13. ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა.
ეფესელთა მიმართ თავი 2