თარგმანი: მშჳდობა ჩუენდა ეწოდების ლოდსა მას თავსაკიდურთასა, შემკრებელსა ზეცისა და ქუეყანისათასა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან სისხლითა თჳსითა დაჰჴსნა შუაკედელი მტერობისაჲ, რომელი-იგი აქუნდა ანგელოზთა კაცთა მომართ; რამეთუ მიერ გარდასლვითგან მცნებისაჲთ საძაგელ უჩნდით ჩუენ, ვითარცა გარდამავალნი სამეუფოჲსა მცნებისანი; ხოლო ქრისტემან ჴორცითა მით თჳსითა აღასრულა ყოველივე ძუელი და ახალი, და ესრეთ, ჴორცთა მიერ თჳსთა საუფლოთა, რომელ ჩუენგან შეისხნა, საყუარელ ყო სიგლახაკე ესე ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲ. ვინაჲცა აწინდელსა ამას ადგილსა თჳსაგან უმეტესი მადლობაჲ ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ წარმართთა ესწავების, ვითარ არა ხოლო ანგელოზთა, არამედ ჰურიათა შჯულისაგანცა მოძაგებულნი და განგდებულნი, არა ხოლო შეესწორნეს, არამედ ზეშთა წარჰჴდეს-ცა ჰურიათა კრებულსა სარწმუნოებითა ქრისტესითა. ესრეთ უკუე არა ხოლო ანგელოზთა და კაცთა, არამედ ჰურიათა და წარმართთა შორისცა დაჰჴსნა ქრისტემან შუაკედელი მტერობისაჲ საიდუმლოჲთა ჴორცთშესხმისა თჳსისაჲთა.
ეფესელთა მიმართ 2:15
14. რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა,15. მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა16. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა,
ეფესელთა მიმართ თავი 2