თარგმანი: არათუ არავის მიუშუებდა ღმერთი საქმეთა მიერ განმართლებად, არამედ შეუძლებელ იყო ვისგანცა კაცთაგანისა თჳსთა საქმეთაგან განმართლებაჲ. ამისთჳს ნუვინ იქადის მადლით ქმნილისა მისთჳს მოტევებისა პირველთა ბრალთაჲსა.
8. რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:9. არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს.10. რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.
ეფესელთა მიმართ თავი 2