მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:10

9. არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს.10. რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.11. ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა,
ეფესელთა მიმართ თავი 2
10. რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაჲსწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მას შინა ვიდოდით (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ უდებ იქმნეს მოქმედებად კეთილთა საქმეთა, ესმოდის რაჲ საქმეთა მიერ ვერ-განმართლებაჲ, ამისთჳს კეთილად გუასწავლის სარწმუნოებასა თანა მოგებად კეთილთა საქმეთაცა, და იტყჳს, ვითარმედ: მებრვე ამისთჳს შექმნულ ვართ ღმრთისა მიერ პირველითა მით კაცისშესაქმითა, და დაბადებულ ქრისტე იესუჲს მიერ მეორითა ამით განახლებითა, რაჲთა არარაჲსა სხჳსა, თჳნიერ კეთილთა საქმეთა მოქმედ ვიყვნეთ, რამეთუ ამისთჳს წინა-განჰმზადა ღმერთმან ნათლისღებისა მიერ მადლით გამოჴსნაჲ ჩუენი, რაჲთა გარდასლვისა მიერ მოუძლურებულნი საქმედ კეთილისა, კუალად ნათლისღებისა მიერ განმაძლიერნეს, სამარადისოდ მათ შინა სლვად, ესე იგი არს კეთილთა საქმეთა მოქმედებისაგან განუშორებელ ყოფად.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: და დაბადებულ ქრისტე იესუს მიერ (2,10).:

თარგმანი: ნათლის-ღებასა იტყჳს დაბადებულად.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის