თარგმანი: ქრისტემან, რომლისა მიერ მამამან შექმნნა საუკუნენი, მის მიერ მომემადლების ჩუენ ნიჭი ესე, რომელი-იგი მიგჳყვანებს ჩუენ ღმრთისა მამისა, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რომლისა მიერ მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ და მოსლვაჲ მინდობით სარწმუნოებითა მისითა. ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა ვითარცა ტყუეთა შიშით და ძრწოლით მიგჳყვანებს მამისა, რაჲთა მიგუჴადოს პატიჟი პირველ ქმნულთა ცოდვათაჲ, არამედ პირველად განგუამართლებს სარწმუნოებითა თჳსითა და განგუბანს ბიწისაგან პირველ ქმნულთა ბრალთაჲსა, სისხლითა მით ჩუენთჳს დათხეულითა, და ესრეთღა კადნიერებით მიგჳყვანებს მამისა, ვითარცა მინდობით გულპყრობილთა მის მიერ მიმთხუევისათჳს ნიჭთა და მადლთა სულისა წმიდისათა.
ეფესელთა მიმართ 3:12
11. გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელ-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა,12. რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა.13. ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა.
ეფესელთა მიმართ თავი 3