თარგმანი: ვინაჲთგან კრულებათა შინა იყო, ოდეს ამას წერდა, ამისთჳს ითხოვს ეფესელთაგან, რაჲთა არა სირცხჳლ უჩნდენ მათ ჭირნი მოძღურისა მათისანი, რომელნი შეემთხუეოდეს მათ ძლით, მათდა მიმართ ქადაგებისათჳს სახარებისა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თჳთ ესე, სირცხჳლ საგონებელი, უმეტეს დიდება არს თქუენდა, რაჟამს გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ ესოდენ შეგიყუარნა თქუენ ღმერთმან, რომელ ცხორებისა თქუენისათჳს სათნო-იყო ვნებად მიცემაჲ ძისა თჳსისაჲ და მოწაფეთა და მოციქულთა მისთაჲ.
ეფესელთა მიმართ 3:13
12. რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა.13. ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა.14. ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ,
ეფესელთა მიმართ თავი 3