მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:6

5. რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა,6. რაჲთა იყვნენ წარმართნი თანა-მკჳდრ და თანა-ჴორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ სახარებითა მით,7. რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.
ეფესელთა მიმართ თავი 3
6. რაჲთა იყვნენ წარმართნი თანა-მკჳდრ და თანა-ჴორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ სახარებითა მით,
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა სულითა წმიდითა, რაჲთა იყვნენ წარმართნი თანამკჳდრ და თანაჴორც და თანამყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა ქრისტეს მიერ (3,5-6).:

თარგმანი: საუკუნითგან დაფარულად და არცა ერთისა ვის სხჳსა გამოცხადებულად საიდუმლოსა ამას უწოდს ქრისტეს განკაცებისასა, ჯუარცუმასა და დაფლვასა, აღდგომასა და მარჯუენით მამისა დაჯდომასა, მოწოდებასა წარმართთასა, სარწმუნოებით ცხოვნებასა, განჴდასა ჴორციელისა ჰურიისასა, შეერთებასა ორთა ერთასა ერთგუამ ყოფად ქრისტესსა, მეორედ მოსლვასა ქრისტესსა და მისაგებელსა თითოეულისა საქმეთაებრ. ესე ყოველი დაღაცათუ ერთსა ვისმე ანუ მცირედ რიცხუთა რავდენთამე ნათესავისაგანთა ეუწყა, არამედ არა ესრეთ, ვითარ-ესე აწ ზოგად ყოველსა წინაშე განცხადნა ნათესავსა ძეთა კაცთასა, და პირველ ქრისტეს მოსლვისა დაღაცათუ ეუწყის რაჲმე მისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ არა ესრეთ განცხადებულად, ვითარ შემდგომად მოსლვისა მისისა მოციქულთა ეუწყა სულითა წმიდითა და მათსა შემდგომადღა წინაჲსწარმეტყუელთაცა უგანცხადებულესად იხილეს წინა-მოსწავებული იგი მათი, თუალით ხილულად და ჴელით განხილულად მოციქულთა მიერ, რამეთუ მოსლვაჲ მისი და მოქცევაჲ წარმართთაჲ საცნაურ და წინა-მოსწავებულ იყო, ხოლო ესოდენსა პატივსა აღსლვაჲ, რაჲთა თანამკჳდრ იქმნნენ მამულთა სიმდიდრეთა, და თანაჴორც — ერთგუამ ყოფითა ქრისტეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის