თარგმანი: რაოდენ განადიდებს მსახურებასა თჳსსა, ეგოდენ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესოდენთა კეთილთა მომატყუებელ ექმნების კაცთა ჩემ მიერ ქადაგებული ესე სახარებაჲ ქრისტესი, რომლისა მსახურ ყოფად უღირს ვიყავ მე, არათუმცა მას მოემადლა იგი ჩემდა, ურიცხუებითა ნიჭთა თჳსთა სიმდიდრისაჲთა, რომლითა არა ხოლო სიტყჳთ ქადაგებაჲ, არამედ შეწევნაჲცა ძალისა მისისაჲ განამრავლა ჩემ შორის, რაჲთა რომელთამე სიტყჳთ და რომელთამე კურნებითა, ხოლო რომელთამე წყლვითა და სწავლითა ვარწმუნებდე ძალსა ძლიერებათა მისთასა.
ეფესელთა მიმართ 3:7
6. რაჲთა იყვნენ წარმართნი თანა-მკჳდრ და თანა-ჴორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ სახარებითა მით,7. რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.8. მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი
ეფესელთა მიმართ თავი 3