მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:9

8. მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი9. და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,10. რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ
ეფესელთა მიმართ თავი 3
9. და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსა მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რამეთუ ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ (3,9).:

თარგმანი: ამით სახითა იქმნების განათლებაჲ ყოველთაჲ, რაჟამს ეუწყოს, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს ჴორცშესხმული ესე ძე, პირველ საუკუნეთა უჟამო და თანა-დაუსაბამო არს მამისა, რომლისა შორის ესეცა საიდუმლოდ მიერითგანვე წინა საუკუნითგან დაფარულ იყო, ვითარმედ მის მიერვე, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, აწ მის მიერვე შექმნულთა კაცთა კუალად მის მიერვე მეორედ დაჰბადებს და წარმართთა ერ თჳსა ჰყოფს. ამისთჳს არა ხოლო ყოველივე მის მიერ იქმნა, არამედ თჳთ ესეცა საიდუმლოჲ მის მიერვე აწ განცხადებულ იქმნა, ვითარმედ თანა-დაუსაბამო არს იგი მამისა, რომელმან ჩუენთჳს მიიღო დასაბამი კაცებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის