თარგმანი: იხილე ურიცხუებაჲ სიმდაბლისაჲ, ვითარ სხუასა ადგილსა არაღირსად იტყჳს თავსა თჳსსა სახელისა მისცა მოციქულებისა, ხოლო აქა — უმრწემესად ყოველთა წმიდათა, ნანდჳლვე წარჩინებული იგი შორის ყოველთა წმიდათა, რომელსა ესოდენ მაღალი მსახურებაჲ ერწმუნა, რაჲთა გულისჴმა-უყოს წარმართთა, ვითარმედ: უკუეთუ სიმდიდრე ოდენ ქრისტესი ყოვლად გამოუკულველ არს, რაოდენ უფროჲს —არსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა გამოძიებაჲ სრულიად უშჯულოება არს. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, არამედ სიმდიდრედ მისსა სახელდებულიცა ესე საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისაჲ ყოვლად გამოუკულეველ არს.
ეფესელთა მიმართ 3:8
7. რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.8. მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი9. და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,
ეფესელთა მიმართ თავი 3