მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:13

12. დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა,13. ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა,14. რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა,
ეფესელთა მიმართ თავი 4
13. ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა,
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა (4,13).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მუნამდე არს შრომაჲ ჩუენი თითოსახეთა მიერ მსახურებათა, ვიდრემდის თანა-წარვჰჴდეთ სიჩჩოებასა და ვიქმნნეთ მამაკაც სრულ, არღარა სხუებრ და სხუებრ მეტყუელ შჯულთა მართლისა სარწმუნოებისათა, არამედ სწორითა გონებითა გურწმენეს ქრისტე, ვითარცა შუენის მამაკაცსა, დამტკიცებულსა ცნობითა, და არა ჩჩჳლსა, მიმოტაცებულსა გონებითა; რამეთუ ესრეთ იქმნების სისრულე სულიერისა ჰასაკისაჲ მეცნიერებითა ქრისტეს სავსებისაჲთა, ვითარმედ იგივე ერთი არს ძე პირველ საუკუნეთა თანაარსი და თანადაუსაბამოჲ მამისაჲ, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა განკაცებული ქალწულისაგან, ერთი გუამი ორითა ბუნებითა, ყოვლითურთ სრული — ღმრთეებითა და კაცებითა, რამეთუ ამას გულისჴმის-ყოფასა უწოდს მოციქული მამაკაცად სრულად, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ საზომსა ჰასაკისა ქრისტეს სავსებისასა, რომელ არს ღმრთად ჭეშმარიტად და კაცად ჭეშმარიტად აღსაარებაჲ მისი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის