მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:9

8. რომლისათჳს იტყჳს: აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა.9. ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა?10. რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი.
ეფესელთა მიმართ თავი 4
9. ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა?
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აღსლვაჲ იგი რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ: "შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა" (4,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს საჴმარ იქმნა აღსლვაჲ, რამეთუ პირველად უეჭუელად გარდამოსრულ და შთასრულ იყო ქუესკნელთა ქუეყანისათა. ამისთჳსცა ითქუა შთასრულისაჲ კუალად აღსლვაჲ, რამეთუ აღსლვისა ესე სიტყუაჲ ზოგად შთასრულობასაცა მოასწავებს, ვინაჲთგან პირველი არს შთასლვაჲ და შემდგომი — აღმოსლვაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის