თარგმანი: ესე არს გამოფრდაჲ ჟამისაჲ, რაჲთა ყოველივე მისცეს კაცმან საფასედ მოსასყიდელად კეთილისა მის მარგალიტისა, რომელ არს სასუფეველი ცათაჲ, რომელი არარაჲთ სხჳთა მოიგებვის, თჳნიერ რაჲთა განყიდოს კაცმან და შეურაცხ-ყოს ყოველივე სოფლიოჲთ და ქუეყნისაჲ, მოგებისათჳს ზეცისა მათ საუკუნეთა კეთილთაჲსა, და აწინდელისა ამის ჟამისა მოქმედებითა დაიმკჳდროს საუკუნოჲ იგი განსუენებაჲ, რაჟამს საწუთროჲ ესე ცოდვისაჲ ყოს ნივთ სათნოებათა მოგებისა, და მზა იყოს ყოვლისავე ზღვევისა და დაჭირვებისა შემთხუევად, თჳნიერ ხოლო რაჲთა არარაჲთ განვარდეს სარწმუნოებისაგან მართლისა და საქმეთა კეთილთა, და მათ ძლით განსცეს არა ხოლო სოფელი და საქმენი სოფლისანი, არამედ სულსაცა თჳსსა არა ჰრიდოს სიკუდიდ განცემითა ჴორცთა თჳსთაჲთა. ხოლო დღედ ბოროტად უწოდს არათუ ჟამთა ამის საწუთროჲსათა, რომელნი-ესე კეთილად დაბადებულ არიან ღმრთისა მიერ, არამედ რაჟამს ბოროტად ვინმე წარაგნეს, მაშინ საქმისა მისგან ეწოდების მათ ბოროტ, ვითარ-იგი თქუა უფალმან: "კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი" (). და კუალად ჩუენცა, რაჟამს სენი ანუ განსაცდელი რაიმე შეგუემთხჳის,...
ეფესელთა მიმართ 5:16
თარგმანი: რამეთუ ჟამთა გამოფრდად არა თუ ამას იტყჳს, რაჲთა მპარავთა თანა ვიპარვიდეთ და მემრუშეთა თანა ნაწილსა დავსდებდეთ და ესრეთ გარდავიჴდიდეთ ჟამთა, არამედ რაჲთა ჟამსა ცოდვისასა სათნოებათა მოვიყიდდეთ, და რაჲთა არა წარვწყმიდოთ ჟამი იგი ცოდვასა შინა და მივჰყიდოთ იგი ეშმაკსა, არამედ ვითარცა-იგი წმიდათა მოწამეთა ქმნეს, რამეთუ მისცეს სისხლთა იგი ცხორებაჲ სოფლისაჲ და დაიმკჳდრეს უხრწნელებაჲ და მით გამოიფრიდეს ჟამი ჭეშმარიტად.
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა (ეფეს. ვ, ი.)
ვინც კარგად გასინჯავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა და კარგად წარმოიდგენს სულიერსა მათსა მდგომარეობასა, ნახავს, რომელ იგინი სრულიად არა თუ არ ფიქრობდენ, რა დიდი და ძნელი საქმე არის კეთილი ქრისტიანობრივი მოქალაქეობა, და რაოდენსა შრომასა და სიფრთხილესა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება სულიერისა მოვალეობისა ჩვენისა, არამედ ესრედ იფიქრებს კაცი, რომელ იგინი დარწმუნებულ იყვნენ, ვითომც ამაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. რაში გამოუჩნდება აწინდელთა ქრისტიანეთა, რომელ მათ ახსოვთ, თუ რაოდენსა სიმტკიცესა და მოთმინებასა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება ქრისტეს მცნებათა? არც ლაპარაკში, არც ყოფა-ქცევაში და მოძრაობაში არა სჩანს, რომ იგინი ფიქრობდნენ ამაზედ, ფიცხლად განარჩევდნენ კეთილსა და ბოროტსა, ცოდვასა და მადლსა. ყოველი მათი სიტყვა, საქმე დაფუძნებულ-არს მხოლოდ ამ სოფლის ანგარიშზედ: დილითგან საღამომდის მიცემული აქვსთ მათ თავი ამაოისა სოფლისადმი; განმავლობასა შინა მთელის დღისასა ერთხელაც არ გაახსენდებათ მათ ღმერთი, ერთხელაც არ მიაქცევენ იგინი...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის