პავლესი: გამოიფრდიდით ჟამთა (5,16).
თარგმანი: რამეთუ ჟამთა გამოფრდად არა თუ ამას იტყჳს, რაჲთა მპარავთა თანა ვიპარვიდეთ და მემრუშეთა თანა ნაწილსა დავსდებდეთ და ესრეთ გარდავიჴდიდეთ ჟამთა, არამედ რაჲთა ჟამსა ცოდვისასა სათნოებათა მოვიყიდდეთ, და რაჲთა არა წარვწყმიდოთ ჟამი იგი ცოდვასა შინა და მივჰყიდოთ იგი ეშმაკსა, არამედ ვითარცა-იგი წმიდათა მოწამეთა ქმნეს, რამეთუ მისცეს სისხლთა იგი ცხორებაჲ სოფლისაჲ და დაიმკჳდრეს უხრწნელებაჲ და მით გამოიფრიდეს ჟამი ჭეშმარიტად.
პავლესი: ბანითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა (5,26).
თარგმანი: რომლითა სიტყჳთა? — ამით, ვითარმედ: "სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა".