მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:20

19. ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა.20. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.21. დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.
ეფესელთა მიმართ თავი 5
20. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა (5,20).:

თარგმანი: ყოვლად ყოველნი ნიჭნი სულიერნი და ჴორციელნი განჴორციელებითა ძისაჲთა მოგუცნა მამამან. ამისთჳს, ვითარცა მის მიერ გამოჴსნილთა, სახელითა მისითა გჳჴმს მადლობაჲ ღმრთისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის