მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:19

18. და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა,19. ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა.20. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.
ეფესელთა მიმართ თავი 5
19. ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა (5,18-19).:

თარგმანი: ვინაჲთგან უზომოებაჲ ღჳნისაჲ განალაღებს, მრისხანე და ცნობა-ვნებულ ჰყოფს კაცსა, ამისთჳს მის წილ აღვსებად გუაწუევს სულითა, რომლისა ღონე არს, რაჲთა მარადის თავთა თჳსთა განვაკრძალებდეთ სიტყჳთა ფსალმუნთაჲთა და მოძღურებითა წერილთაჲთა, რაჲთა, რასა-იგი გუასწავებენ სიტყჳთ, ჩუენ აღვასრულებდეთ საქმით, და ესრეთ მივიწინეთ კიბით საქმისაჲთ სიმაღლედ ხედვისა, რაჲთა არა ნივთ ჴორციელთა გემოვნებათა ვჰყოფდეთ ჴმასა საგალობელთასა, არამედ სიტკბოებითა და განვრცობითა ჴმისაჲთა შემოვჰკრებდეთ ყოველთა აღძრვათა და ქცევათა სულისათა დიდებისმეტყუელებად ღმრთისა და მის მიერ განცდად სიტყუათა მათ საუფლოჲსა გალობისათა, თუ ვითარი ძალი აქუს თითოეულსა მათსა, რამეთუ ესევითარითა სახითა სრულ-იქმნების შესხმაჲ და გალობაჲ სულიერი, რაჟამს განშორებულ იყოს ყოველთა გემოვნებათაგან მავნებელთა, და სიტკბოებითა ჴმისაჲთა სურვილად საღმრთოდ აღიწეოდის.

სიტყვა ოცდამეექვსესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა, და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა (ეფეს. 5, 18-19).

ამ სახედ გვასწავლის, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა მოციქული პავლე დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა. ფრიად საჭირო არის, ყოველ დღე, ყოველი კაცისათვის, ახსოვდეს ეს დარიგება. ამისათვის, რომელ ამ სიტყვებში მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რა ნუგეში, ანუ რანაირი შექცევა არის კანონიერი და სასარგებლო ქრისტიანე კაცისათვის, ანუ რომელი შექცევით და კმაყოფილებით უნდა ატარებდეს კაცი ქრისტიანე თავისუფალ დროებას, როდესაც შრომიდგან უნდა მოსვენება.

ვიცით ჩვენ ყოველთა, რა სახით უყვარს კაცს ლხინი, მხიარულად დროების გატარება. თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა. შრომასა, მოღვაწეობას კაცი თითქმის ძალდატანებით ასრულებს, ხოლო ლხინსა, განცხრომასა - თავის ნებით და მხიარულებით. ესეც ვიცით ყოველთა, რომელ ქვეყანაზე ათასი არის სხვადასხვანაირი ლხინი და შექცევანი, დროების გატარება, და თითოეულსა კაცსა ერთი რომელიმე მათგანი სხვაზე მომეტებულად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის