მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:24

23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.24. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა.25. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს,
ეფესელთა მიმართ თავი 5
24. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესსა, ეგრეცა ცოლნი — თჳსთა ქმართა ყოვლითავე (5,24).:

თარგმანი: ვინაჲთგან შესაკრებელსა შინა ეკლესიისასა იპოებიან ვიეთნიმე ურჩთაცაგანნი, ამისთჳს მორჩილთა მათ ოდენ ქრისტესთა უწოდს სავსებად ეკლესიისა, და ვითარცა ერთგუამობით დამორჩილებულსა ქრისტესსა, ესრეთ სახედ მისცემს მათ ცოლთა მორჩილებისათჳს ქმართაჲსა, არამედ შენ, კაცო, გნებავს თუ, რაჲთა ვითარცა უფალსა გმორჩილობდეს ცოლი, შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარცა ქრისტემან — ეკლესიაჲ, რაჲთა მზა იყო თავს-დებად, დაღაცათუ რაჲმე გევნებოდის მისთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ შენ ნუუკუე და მოყუარისა და მორჩილისა შენისათჳს გეტყჳ თავსდებად, რაჲ-იგი ქრისტემან თავს-იდვა ეკლესიისათჳს, მტერისა და მლტოლვარისა მისგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის