თარგმანი: აწინდელი ესე "ვითარცაჲ" არა სწორებისაჲ არს, არამედ მსგავსებისაჲ, რამეთუ უფლისა მორჩილებაჲ უზეშთაეს გჳჴმს ქონებად, და არარაჲსა ჴორციელთა საქმეთაგანისა თანა სწორებად, ხოლო მისითა სახედ მოღებითა და მისთჳსვე, რამეთუ მას თავადსა ყოველივე მშჳიდობაჲ და წესიერებაჲ უყუარს, და არა-რაჲ არს სახლსა შინა ესრეთ წესიერებისა მოქმედ, ვითარ რაჟამს ცოლი ჰმორჩილობდეს ქმარსა, ვითარცა ღმრთივდადგინებულსა უფალსა თჳსსა, რამეთუ, აჰა, მას განუკუთნავს ყოველსავე მზრუნველობასა მსგავსებითა თავისაჲთა, რომელი-იგი არს მზრუნველ და განმგებელ ყოვლისა გუამისა, მას შინა მყოფობისათჳს საცნობელთაჲსა, რომელთა მიერ იპყრობვის და განეგებვის ყოველი შენაწევრებაჲ ასოთა გუამისათაჲ, ეგრეთვე ქმრისადა რწმუნებულ არს წინა-მზრუნველობაჲ და განმგებელობაჲ სახლისაჲ, ხოლო ცოლისადა — მორჩილებაჲ ოდენ ბრძანებისა მისისაჲ, სახედ შემოღებითა ქრისტესითა და ეკლესიისაჲთა.
ეფესელთა მიმართ 5:23
...ოლს, რომელიც ადამისგან უნდა შექმნილიყო. ის ჯერ არ იყო შექმნილი, ხოლო ღმერთი მცნებას თითქოს ორს აძლევს: „არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; ამგვარად, წინასწარ და თავიდანვე აჩვენებს, რომ ქმარი და ცოლი ერთს შეადგენენ, როგორც პავლეც ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა" (). ამიტომ თითქოს ორს ეუბნება იმისთვის, რომ შემდეგ, როცა მისგან ცოლს შექმნიდა, ადამს მიზეზი ჰქონოდა მისთვისაც მის მიერ მიცემული მცნების გადასაცემად. ვიცი ამასთან, რომ (აკრძალული) ხის საკითხი ძალიან ბევრს აინტერესებს; მრავალი უგუნური მჭევრმეტყველი ბრალს ადამიანიდან ღმერთზე გადააქვს და ამბობს: რისთვის მისცა (ღმერთმა) ასეთი მცნება, როცა იცოდა, რომ დაარღვევდა? ან: რისთვის ბრძანა ეს ხე სამოთხეში ყოფილიყო? — და სხვა მრავალი. მაგრამ, რათა ამას ახლა არ შევუდგეთ — (ხის მცნების) დარღვევამდე ადრეა — ნეტარი მოსეს ამის შესახებ თხრობას უნდა დაველოდოთ; იქ მისულნი, დროულად ვიტყვით იმას, რასაც ღვთის მადლი მოგვცემს, და თქვენთვის, საყვარელნო, წერილის ჭეშმარიტ აზრს გავხსნით, რათა, სწორად გაიგებთ რა დაწერილს, უფალსაც შესაფერის დიდებას აღუვლინოთ და, შემცოდე (ადამიანს) თავს დანებებულნი, უდანაშაულო ღმერთს ბრალს ნუ დააბრალებთ. ამჯერად კი, თუ მოისურვებთ,...