მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:4

3. ხოლო სიძვაჲ და ყოველი არა-წმინდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნურცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა ჰშუენის წმიდათა,4. და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ.5. და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.
ეფესელთა მიმართ თავი 5
4. და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ, გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ (5,4).:

თარგმანი: ვითარცა-იგი ზემო ღაღადებისა მოსპობაჲ გუამცნო, რამეთუ ჰუნე არს იგი რისხვისაჲ, ეგრეთვე აქა საძაგელებასა, რომელ არს ბილწებით ზრახვაჲ, სიტყჳთურთ სიცოფისაჲთ, რომელ არს კადნიერებისა სიტყუაჲ, და ლაღობისა აღმოფხურად გუამცნებს, ვითარცა გზათა, აღმაზრზენელთა სიძვისათა. ხოლო შენ, რაჲთა არა შეუძლებელ გიჩნდეს მოკუეთაჲ ლაღობისაჲ, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "რომელი არა ჯერ-არს", რამეთუ არარაჲ ზიარებაჲ გუაქუს ჩუენ მის თანა, ვინაჲთგან არა ლაღობისა და სიცილისაჲ არს აწინდელი ესე ჟამი, არამედ ღუაწლისა და გლოვისაჲ, რომლისათჳს გუეტყჳს მოციქული, ვითარმედ: აჰა, ყოვლით კერძო მოუცავთ ეშმაკთა და იღრჭენენ კბილთა და ჴმობენ ჩუენ ზედა, და შენ იცინია და სოფლიოთა ზრახვათა ჰზრახავ? და ვითარ მძლე ექმნე მას, რომელსა-იგი არა თუ მოკიცხართა, არამედ ახოვნებით მბრძოლთაგანიცა ვინმე ძლით მძლე ექმნების? ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა ეკრძალებოდით სხუასა რასმე ცუდად მეტყუელებასა, თჳნიერ სიტყუათა ღმრთისა მადლობისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის