თარგმანი: ზემოსა მას თავსა შინა ჯეროვნად წარმოთქუა გულისწყრომისათჳს და რისხვისა, სიმწარისა და სხუათა მიმდგომთა მათთა, ხოლო აწ იტყჳს გულისთქუმისა მიერ შობილთათჳს, სიძვისა და არაწმიდებისა და ანგაჰრებისა, რამეთუ ესეცა დაღაცათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა. ამითვე წესითა, შჯული პირველად ამას იტყჳს: "არა კაც-ჰკლა" (), რომელი გულისწყრომისა ნაყოფ არს, და მერმეღა — "არა იმრუშო" (), რომელი გულისთქუმისა ნაშობ არს; ხოლო ამათგან კრძალვაჲ და ძირითურთ აღმოფხურაჲ ამათი — არა ხოლო მსგავსებისა წმიდათაჲსა, არამედ თჳთ წმიდა-ქმნისაცა მომატყუებელ არს.
ეფესელთა მიმართ 5:3
2. და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად.3. ხოლო სიძვაჲ და ყოველი არა-წმინდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნურცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა ჰშუენის წმიდათა,4. და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ.
ეფესელთა მიმართ თავი 5