თარგმანი: ნუუკუე და იყვნეს ვინმე ეფესელთა შორის მეტყუელნი ესრეთ, ვითარმედ: ენება ღმერთსა, რაჲთა მცირეთაგან კრძალებითა დიდთაგან განგუაყენნეს, თუ არა, ვითარმცა თანამდებ გეჰენიისა გუყვნა სიტყუამან ამან, ვითარმედ: "ცოფ"? ანუ ვითარმცა კერპთმსახურება იყო ანგაჰრებაჲ? — ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სასოებითა, რამეთუ არა არს ტყუვილ სიტყუათა შინა ქრისტესთა; ამისთჳს ყოველი, რომელი მას უთქუამს სასუფეველისაგან განმთხეველად და გეჰენიად მიმყვანებელად, უკუეთუ არა სწორებით განეყენნეთ ყოველსა, დიდსა და მცირესა, საქმით სცნათ აღსრულებაჲ სიტყუათა მისთაჲ, მაშინ ოდეს არღარას გერგებოდის მიყვანებულთა გეჰენიად, და განვრდომილთა მკჳდრობისაგან სასუფეველისა, რომელი-იგი ქრისტესი არს, ამისთჳს, რამეთუ განჴორციელებითა მისითა გუეხარა სასუფეველი ცათაჲ, ხოლო ღმრთისაჲ — ამისთჳს, რამეთუ ზოგადი არს ყოველივე სრულებაჲ და უნაკლულოებაჲ კეთილთაჲ — მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, სამგუამოვნისა ერთღმრთეებისაჲ.
ეფესელთა მიმართ 5:6
5. და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.6. ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა, რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა.7. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა,
ეფესელთა მიმართ თავი 5